ჭორი გიორგი ვაშაძის ძმაზე და აღშფოთებული ინგა გრიგოლია
გუშინ ინტერნეტ მედიაში გავრცელდა სტატია სახელწოდებით „გიორგი ვაშაძეს ძმა გაუთხოვდა“ სადაც საუბარი იყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ძმა, დათო ვაშაძე კინოეთეატრს „პრომეთეს“ ხელმძღვანელ გაგა ჩხეიძეზე „გათხოვდა“. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.
„არც დავლინკავ მიზანმიმართულად და არც დავაშეარებ,რომ ვინმემ დამატებით არ ნახოს.... უბრალოდ დავწერ.... სირცხვილია... არა, სირცხვილი კი არა კატასტროფული სირცხვილია.. მარაზმია და არანაირ ჩარჩოში აღარ ჯდება ის, რაც გიორგი ვაშაძის ძმას აუგორეს... ეს პოლიტიკური დაპირისპირების ჩარჩოებშიც აღარ ჯდება.... პირველ რიგში, რა ჟურნალისტის ან საერთოდ... ვისი რა საქმეა, ვინ ვისთან წევს და ვის რა სექსუალური ცხოვრება აქვს .... კომპრომატად ძმის სექსუალური ე.წ სკანდალის აგორება არის საბჭოთა იდეოლოგია, რომელიც ამ ქვეყანაში არც თუ ცოტა ადამიანშია გამჯდარი, სამწუხაროდ.... გამოხვიდე და სახელებით და გვარებით არჩიო ვიღაცის პირადი ცხოვრება, არის დანაშაული და ამისთვის ციხეში უნდა მიდიოდეს ცილისმწამებელი...... თანაც როცა ჟურნალისტმა არც იცის, მართალია თუ ტყუილი ეს მისი ჭკუით მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია!!!!!!! მოკლედ,იმის თქმა მინდოდა, რომ ძალიან დიდი ხანია ასე არაფერზე გავბრაზებულვარ, როგორც იმ კამპანიაზე, რაც დეპუტატ გიორგი ვაშაძის ძმაზე ააგორეს.... არავის საქმე არა ვინ ვისთან წევს და წევს თუ არა. სირცხვილია. გარეთ 21-ე საუკუნეა.... გაანთავისუფლეთ ტვინები მე-20 საუკუნის იდეოლოგიისგან და შეეშვით ადამიანების შეურაცხყოფას.... ვაშაძის ადგილას, ან მისი ძმის ფეხქვეშ გავიფენდი ამ კამპანიის ავტორებს....“ - წერს გრიგოლია
კომენტარი