სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოლდოვა-რუმინეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მოლდოვა-რუმინეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მოლდოვური მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო პატრულმა 27 წლის მამაკაცი მაშინ დააკავა , როდესაც ის ქვეყანაში მოხვედრას მდინარე პრუტის გადაკვეთით ცდილობდა.
მოლდოვის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, მას პირად ნივთებთან ერთად, სამაშველო ჟილეტი აღმოაჩნდა.
დაკითხვისას საქართველოს მოქალაქემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სამსახურის საძებნელად მიდიოდა. არალეგალური გზა კი იმიტომ აირჩია, რომ ევროკავშირში შესასვლელად საჭირო დოკუმენტაციის მომზადების საშუალება არ ჰქონდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100