სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროსაბჭოს დეკლარაცია საქართველოში ოპოზიციის პოლიტიკური დევნის შესახებ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მომხსენებელმა პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნის საკითხზე ჰოლანდიელმა დეპუტატმა პიტერ ომციგტმა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის 20 პარლამენტართან ერთად საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური დევნის შესახებ სპეციალური დეკლარაცია შეიმუშავა.

„დეკლარაცია საქართველოში ოპოზიციის წევრების პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ:

2012 წლის ოქტომრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანმა გადაცემა წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას რომელმაც საქართველოს უნდა დაეხმაროს მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია და ჩამოაყალიბოს პლურალისტული დემოკრატია. თუმცა, არჩევნების შემდგომ, საქართველოს ახალმა ხელისუფლების მიერ ყოფილი მთავრობის წარმომადგენელთა და ოპოზიციის სხვა წევრების მიმართ გადადგმული ნაბიჯები, როგორც ჩანს, პოლიტიკური მოსაზრებებითაა ნაკარნახევი. ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის წინასწარი პატიმრობა ისევე როგორც ყოფილი ხელისუფლების და ოპოზიციის 100-ზე მეტი წარმომადგენლის მიმართ ბრალის წაყენება განსაკუთრებული შეშფოთების საგანია. აღნიშნულმა მოქმედებებმა, ისევე როგორც არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორ მესამედზე მეტის არადემოკრატიული გზით დაუფლებამ მთავრობის ვალდებულებას გააგრძელოს საქართველოს დემოკრატიული განვითარება, რომელმაც უნდა მოიცვას ყველასთვის, მათ შორის ოპოზიციისთვის ფუნდამენტური თავისუფლებების, პატივისცემა.

ჩვენ მოვუწოდებთ საქრთველოს ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები რათა უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო ხელისუფლების ეფექტიანი დამოუკიდებლობა. ჩვენ ვგმოვთ სიტყვიერ თავდასხმებს იმ მოსამართლეებზე რომლებმაც არ დააკმაყოფილეს პროკურატურის შუამდგომლობები ყოფილი თანამდებობის პირების წინასწარ პატიმრობაში მოთავსებასთან დაკავშირებით.

დეკლრაციას ხელს აწერენ:

1. Peter Omzigt, Netherlands, ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მომხსენებელი პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნის საკითხზე
2. Anders Herkel, Estonia მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე
3. Silvia Bonet, Andorra
4. Pedro Agramnunt, Spain
5. Luca Volonte, Italy Inese Libina-Egnere, ლატვიის დელეგაციის თამჯდომარე
6. Lolita Cigane,
7. Kimmo Sasi, ფინეთის დელეგაციის თავმჯდომარე
8. Marieta de Putbaix-Lundin, Sweden შვედეთის დელეგაციის თავმჯდომარე
9. Giacomo Santini, EPP, Italy
10. Hagnus Hansow, Estonia
11. Lesia Orobets, Ukraine
12. Viora Badea, Romania
13. Orinta Liepute, Lithuania ლიტვის დელეგაციის თავმჯდომარე
14. Robert Bieron, Poland
15. Sergey Sobolev, Ukraine
16. Axel Fischer, Germany
17. Laszlo Koszoros, Hungary
18. Atilla Gruber, Hungary
19. Emanuelis Zingeris, Lithuania
20. Ferenz Kalmar, Hungary
21. Volodimir Ariev, Ukraine
22. Oleg Pankevich, Ukraine
23. Tugrul Turkes, Turkey

28 ივნისი, 2013 წელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100