„ქართულ ოცნებას“ არც კახეთი წყალობს
„ქართულ ოცნებას“ არ უმართლებს კახეთშიც. „პრესა.ჯი“-ს კორესპონდენტთა ინფორმაციით, წინასწარი გამოკითხვებით მიღებული შედეგების თანახმად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი კანდიდატები იგებენ: თელავს, ყვარელს, საგარეჯოს, ლაგოდეხს.
მმართველ პარტიას განსაკუთრებით დიდი უპირატესობა აქვს გურჯაანში. როგორც ჩვენი ჟურნალისტები იუწყებიან, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მანანა ბერიკაშვილის ბინძური და უსინდისო განცხადების შემდეგ, აქ კოალიციის რეიტინგი დავარდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გურჯაანის რაიონის სოფელ კულაგში 10 თვის ბარბარე ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. მანანა ბერიკაშვილმა კი განაცხადა, რომ 10 თვის ბავშვი, ნაციონალებმა, გიორგი ღვინიაშვილის დავალებით მოკლეს და ასე გადაუხადეს სამაგიერო „ქართული ოცნების“ კოორდინატორს.
თუმცა, მალევე, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და თავად ბერიკაშვილმა საკუთარი სიტყვები უკან წაიღეს და ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს. „ეს იყო ემოციური განცხადება, ამ ფაქტს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს“, - თქვა საგანგებო ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ.
იგივე გაიმეორა ირაკლი ალასანიამაც. ხოლო კოალიციის წევრმა, დავით ზურაბიშვილმა ამ ფაქტისთვის პოლიტიკური სარჩულის გამოკერება დაგმო. ასე დაუპირისპირდნენ მანანა ბერიკაშვილს, თანაპარტიელები. მეტიც, „დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ დახურულ თათბირზე მას დებილიც კი უწოდა.
საყვარელი ქართველი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის შვილის, მანანა ბერიკაშვილის გუშინდელი საქციელი სპეკულაციად აღიქვეს გურჯაანშიც. გურჯაანელებმა ბერიკაშვილი „გაუგონარ სიბინძურეში“ დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ხმების მოსაზიდად ამ ტრაგედიის, გარდაცვლილი ბავშვის სახელის გამოყენება უნამუსობაა.
კომენტარი