სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

18 წლის ახალგაზრდა ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მე-16 სართულიდან გადმოვარდა (+18)

ომსკში 18 წლის სერგეი საცხოვრებელი სახლის მე-16 სართულიდან გადმოვარდა. ყველაფერი კი მეგობრის, ნიკიტას სახლში გამართულ წვეულებაზე მოხდა. სერგეიმ შამპანურის ბოთლი არც თუ ისე ფრთხილად გახსნა, გასროლილმა თავსახურმა კი ტელევიზორის ეკრანი გატეხა. ბინის მეპატრონესა და სერგეის შორის კამათი აივანზე გაიმართა. მეპატრონე ძვირიანი ტელევიზორის დაზიანების სანაცვლოდ ბიჭს ფულს სთხოვდა.

თვითმხილველების დაკითხვა გრძელდება, თუმცა უცნობია რა ვერსიას ყვებიან ისინი, გამოძიება კი სხვადასხვა ვერსიით მიდის - ან ბიჭი ჩხუბის დროს გადმოაგდო ბინის მფლობელმა, ან ის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და თვითონ გადმოვარდა. არსებობს მესამე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც სერგეი თვითმკვლელობის მიზნით გადმოხტა აივნიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100