თენგიზ სიგუა: 2008 წელს რუსეთს ჰქონდა უფლება, არმია გამოეყენებინა...
კიდევ ერთმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელმა „გამოყო ფეხი“ და საქართველო აგრესორ ქვეყნად მონათლა. 1992–93 წლებში საქართველოს მთავრობის პრემიერ–მინისტრი და თბილისში მოწყობილი პუტჩის ერთ–ერთი ორგანიზატორი, თენგიზ სიგუა აცხადებს, რომ 2008 წლის ომის დაწყება ქართული მხარის კისერზეა.
როგორც ცნობილია, ბოლო დროს თენგიზ სიგუა საერთოდ არ გამოირჩევა პოლიტიკური აქტიურობით და არც ქართულ, არც რუსულ მედიასაშუალებებში არ ჩნდება. მისი მივიწყებული პერსონის შესახსენებლად აბა, უკეთეს ხერხს რაღას მოიფიქრებდა და, ან კიდევ, „რია ნოვოსტი“ რის „რია ნოვოსტი“ იქნებოდა, მსგავსი პერსონისთვის, ნაფტალინწაყრილობის მიუხედავად, ასპარეზი არ დაეთმო? ჰოდა, თენგიზ სიგუამაც ფრთები გაშალა და მისგან ერთ დროს აოხრებულ სამშობლოს კიდევ ერთხელ მისდგა:
„2008 წელს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. ჩვენ (ისე ამბობს, თითქოს მოხალისედ ჩამობრძანდა. – ლ.ბ.) დავიწყეთ ცხინვალის დაბომბვა, ხოლო სამშვიდობო ძალების ჯარისკაცების დაღუპვის შემდეგ რუსეთს უფლება ჰქონდა, არმია გამოეყენებინა“, – ამბობს თენგიზ სიგუა.
კომენტარი