ბარაკ ობამამ და მიხეილ სააკაშვილმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე იმსჯელეს
ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ პირველი ინფორმაცია „როიტერმა“ გაავრცელა.
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ყველაზე დიდი ყურადღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას დაეთმო.
აშშ-ის ლიდერის განცხადებით, აშშ სწავლობს საკითხს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის დამყარების შესახებ.
„ჩვენ განვიხილეთ, თუ რა მიმართულებით უნდა გავაღრმავოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა“, - განაცხადა ბარაკ ობამამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, ორივე ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამ თემაზე დიალოგი გაგრძელდება და მათ შორის, განიხილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხი.
შეხვედრის უფრო დეტალურ ანალიზს "დრონი.ჯი" მასალაზე მუშაობის დასრულებისთანავე შემოგთავაზებთ.
კომენტარი