სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვაი შენს დედას რით ვანუგეშოთ? ბრძენს დავძახოდი ისეთი აზრები მოსდიოდა იმ ლამაზ თავში, კლასში ლიდერი იყო" - აი, რას წერს გორში მოკლული 8 წლის გოგონას მასწავლებელი

გორში მოკლული 8 წლის გოგონას მასწავლებელი ცირა ხუბულური სოციალურ ქსელში ნანა ბერიაშვილთან ერთად სკოლაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და აი, რას წერს გარდაცვლილზე:


"აი ჩემი ნანიკო, კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებული, რა გახარებულია ამ სურათში, ვაიმე შვილო რამხელა ტკივილი დაგვიტოვე გულში! ასეთი ანგელოზი რომელმა მანიაკმა გაგიმეტა? სიტყვები არ მყოფნის,ეს ხომ ერის ტრაგედიააა, ვიღაც მანიაკი ჩვენს გვერდითააა, ნანიკო ხომ დიდ მომავალზე ოცნებობდაააა!"



"შუაში ანგელოზივით ზის! ვაი შენს დედას რით ვანუგეშოთ? ჩემი უნიჭიერესი გოგო! ბრძენს დავძახოდი ისეთი აზრები მოსდიოდა იმ ლამაზ თავში, კლასში ლიდერი იყო, ახლაც სკოლაში შეჯიბრი უნდა ყოფილიყო, ტვინების ბრძოლა და ნანიკო კაპიტანი იყო გუნდის! დიდი დანაკლისი განიცადა მე-5 სკოლამ! ყველამ ერთად გამოვიძიოთ და ვიპოვოთ ის არაკაციიიიი!"- წერს გორის მეხუთე საჯარო სკოლის მასწავლებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100