"სამწუხაროდ, ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდება" - კულუმბეგოვი
"ციფრები ვერ განულდება და მუდმივად იარსებებს ეს ინფექცია, აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ინფექციას არ ჰქონდეს ტალღისებური მიმდინარეობა, რაც როგორც ცუნამი, არ დაარტყამს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას", - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, მზარდი ციფრები ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის ძალიან მაღალ რისკს წარმოადგენს.
"ყველა ადამიანს, რომელსაც არ ექნება იმუნური ფარი, გადატანილი და შეძენილი იმუნიტეტი, ინფექცია იპოვის საქართველოს ყველა მოქალაქეს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდება. ალტერნატივა გვაქვს ან სწრაფად დავასრულოთ პანდემია და ცხოვრების ნორმალურ რიტმს დავუბრუნდეთ, ან დაუსრულებლად გავაგრძელოთ ტალღების თვლა, რომელსაც მინიმუმ რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე ეწირება,"- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
კომენტარი