"დრონი.ჯი" მოსკოვში "ტრიო მანდილის" პროდუსერს დაუკავშირდა - როსტისლავ მასლოვიჩი ტიმატისთან თანამშრომლობის დეტალებზე
ტრიო მანდილით ტიმატი მოიხიბლა. რუსეთში მოღვაწე ცნობილი რეპერი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გოგონების ვიდეოს აქვეყნებს. "როგორც კი კონცერტს დავასრულებ, ჩემთან სტუდიაში დაგელოდებით, ერთად ჩავწეროთ", - წერს ტიმატი. ვიდეოს რეპერის გვერდზე უკვე მილიონ ნახევარი მოწონება და გამოხმაურება აქვს.
ამ ამბავმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა ქართველ ცნობილ სახეებშიც. "ჩემი სიკვდილი, ჯეირანი ნახე გთხოვ", - დაწერა თიკა ჯამბურიამ კომენტარებში. ქართული კონკურსების მონაწილე ეთო გავაშელი კი აკომენტარებს: "სალომე ტეტიაშილიც მიამატეთ და ეგაა".
„დრონი.ჯი“ შეეცადა უფრო დეტალურად გაერკვია „ტრიო მანდილისა“ და ტიმატის შესაძლო დუეტზე და ჯგუფის სოლისტს თათული მგელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან დეტალები და გვითხრა რომ მის პროდუსერს დავკავშირებოდით მოსკოვში.
„დრონი.ჯი“ ტრიოს პროდუსერს როსტისლავ მასლოვიჩს დაუკავშირდა მოსკოვში და ტიმატისთან ჯგუფის თანამშრომლობაზე ჰკითხა.
„ჩვენ ახლა გვაქვს არასრული ინფორმაცია, კონკრეტულად რა და როდის იქნება ეს ჯერ არ ვიცით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტიმატისთან ნამდვილად და დეტალები რომ გაირკვევა აუცილებლად შეგატყობინებთ“- თქვა ჩვენთან საუბარში მასლოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ტრიო მანდილი რამდენიმე წლის წინ შედგა. მეგობარმა გოგონებმა ცხვარიჭამიაში დასვენების დროს გადაწყვიტეს გზაზე სიარულისას ემღერათ და ვიდეოც გადაეღოთ. ვიდეომ ინტერნეტში გამოჩენისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამის შემდეგ გოგონებმა ყველა სიმღერაზე მსგავსი ტიპის ვიდეოები გადაიღეს, რაც ერთგვარად მათი სავიზიტო ბარათიც გახდა. "მანდილის" არაერთ ქვეყანაშიც მიიწვიეს, სადაც ჯგუფის წევრებმა კონცერტები ჩაატარეს.
კომენტარი