სესხის ლიმიტის გაზრდას მხოლოდ ბარაკ ობამას ხელმოწერა აკლია
აშშ-ის სენატმა დამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის სამთავრობო ვალზე დაწესებული ლიმიტის გაზრდას ითვალისწინებს და ამით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის ისტორიაში პირველი სამთავრობო დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. მანამდე კანონპროექტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. სანამ ის კანონის ძალას შეიძენდეს, კანონპროექტი პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაეგზავნება ხელის მოსაწერად.
კომენტარი