ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია.
დამწვარია ორ ჰექტრამდე ფართობის წიწვოვანი ტყე.
ატენის ხეობაში, ზემო ბოშურისმიმდებარედ ტყეს ხანძარი 22 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე გაუჩნდა.
ატენის ხეობაში იმყოფება თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი.
ადგილზე კვლავ რჩებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ.
კომენტარი