ბლოგერმა გოგონამ ტაილანდში საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა, თუმცა სასიკვდილო ინფექცია შეეყარა და ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის
შოტლანდიელი ბლოგერი რებეკა ფუტლონი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა, თუმცა ტაილანდში თავი იმდენად კომფორტულად იგრძნო, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა ისევ ტაილანდში წასულიყო, თუმცა ამჯერად არა სამოგზაუროდ, არამედ საცხოვრებლად - წერს გამოცემა Daily Mail.
სამუშაო ვიზის მიღების შემდეგ, გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ყურებში ძლიერი ტკივილი იგრძნო და ექიმს მიმართა. აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა ინფექცია, რომელიც ლიმფურ კვანძებში გავრცელდა, ხელებზე კი დიდი ზომის მუწუკებმა იჩნა თავი. ექიმებმა ანტიბიოტიკები გამოუწერეს, თუმცა ამან რებეკას არ უშველა.
გოგონას მამა იძულებული გახდა, სხვა ქვეყანაში, უფრო ძლიერ სპეციალისტთან გადაეყვანა ქალიშვილი. რებეკას ორგანიზმში ლეიკოციტების რაოდენობა იმაზე სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ეს სხვა დაავადებების დროს ხდება. ექიმების ვარაუდით მას მენინგიტი ან ენცეფალიტი ჰქონდა. ენობრივი ბარიერის გამო ფულტონს მამა ვერ იგებს, კონკრეტულად რა სჭირს თავის ქალიშვილს, რომელიც თითქმის უგონო მდგომარეობაში იმყოფება, აღარც უკან გამოსამგზავრებელი ფული აქვს და ცდილობს, სხვების დახმარებით შეაგროვოს თანხა, რათა თავისმა შვილმა სახლში დაბრუნება მოასწროს.
კომენტარი