დიმიტრი ცქიტიშვილი: მე არ მიკვირს ის გეგმები, რომლებიც მათ აქვთ და რომელიც ამ ჩანაწერში ჩანს
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი „პალიტრა ვიდეოს“ მიერ, უკრაინულ ვებგვერდ zdes.com.ua-ზე დაყრდნობით გავრცელებულ, მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ვაშაძის სატელეფონო ჩანაწერს ეხმიანება.
,, ჩანაწერის სანდოობაზე მე ვერ ვისაუბრებ, უბრალოდ მგონია, რომ არავის არ გაკვირვებია ის ტექსტი, რომელიც ამ საუბარში იყო, ახალი ალბათ არაფერია. საჯარო საუბრებიც, მეტნაკლებად შეფარული, მაგრამ მსგავსი ყოფილა. ავთენტურობას ვერ დავადასტურებ, უბრალოდ ვამბობ, რომ არ მიკვირს ის ტექსტი, ის გეგმები, რომლებიც მათ აქვთ და რომელიც ამ ჩანაწერში ჩანს“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ რომ ჩანაწერი გუშინ გავრცელდა . ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და გიორგი ვაშაძე მოქმედი მთავრობის შესაძლო დამხობის სავარაუდო გეგმებზე ლაპარაკობენ.
კომენტარი