სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„წყალი მარგებელის“ მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ გაიმართა

ივნისში, 5 დღის განმავლობაში თბილისში, „წყალი მარგებელის“ მხარდაჭერით საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის, „ამირანის“ რიგით მე-8 სეზონი მიმდინარეობდა. ღონისძიების გახსნის ცერემონიალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.

პირველ დღეს ნაჩვენები იყო 2013 წლის გრან-პრის მფლობელი ფილმი „გზაგასაყარი“ - რეჟისორი ზურაბ დემეტრეშვილი. საფესტივალო დღეების განმავლობაში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე ადმინისტრაციულ კორპუსში მოეწყო კინოჩვენებები, მასტერკლასები და სხვა ღონისძიებები, რომელზეც დასწრება თავისუფალი იყო.

კინომცოდნე, პროფესორ ირინა დემეტრაძის ხელმძღვანელობით პროფესიონალთა ჯგუფმა 300-ზე მეტი წარმოდგენილი ფილმიდან ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 50 შეარჩია. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 23 ქვეყნის კინოსკოლა: ფინეთი, გერმანია, ბელგია, ისრაელი, დანია, ბრიტანეთი, კოლუმბია, უკრაინა, რუსეთი, მაროკო, ჩეხეთი, ფილიპინები, სლოვაკეთი, ავსტრია, თურქეთი, ესპანეთი, ინდოეთი, პორტუგალია, პოლონეთი, ბრაზილია, ვიეტნამი, საბერძნეთი და საქართველო.

ფესტივალზე პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – “My Father’s Truck” directed by Mauricio Osaki (Brazil) საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – “Alfonse” directed by Judith Devlieger (Belgium) საუკეთესო ანიმაცია/ექსპერიმენტალური ფილმი – “Wind” directed by Robert Löbel (Germany) ჟიურის სპეციალური პრიზი – “The Forgotten” directed by Ehab Tarabieh (Israel) ჟიურის სპეციალური პრიზი – “Mi ojo Derecho” directed by JOSECHO DE LINARES (Spain) სტუდენტური ჟიურის პრიზი - “Wind” directed by Robert Löbel (Germany)

„წყალი მარგებელისთვის“ ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო კულტურის თემატიკა, როგორც ადგილობრივი ქართული ტრადიციული ღონისძიებების ასევე საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერა. საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე მე-8 წელია ტარდება. ანალოგიური ფესტივალები ხელს უწყობს ქართველ და უცხოელ ახალგაზრდა რეჟისორებსა და ამ სფეროში მოღვაწე ხელოვანებს დაახლოვდნენ, ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი ნამუშევრები, ხედვები და იმსჯელონ სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. „წყალი მარგებელი“ მოხარულია, რომ მსგავსი ღონისძიების პარტნიორი და მხარდამჭერი გახდა და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“ - აღნიშნა კომპანია „წყალი მარგებელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორია ჟიჟკომ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100