სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიუ იორკის კინოფესტივალის დირექტორი რიჩარდ პენია თბილისში მასტერკლასებს ჩაატარებს

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და ნიუ იორკის კინოფესტივალის დირექტორი რიჩარდ პენია თბილისში ჩამოდის. იგი კინოპროფესიონალებისთვის, კინომოყვარულებისთვის და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებს.
პირველი მასტერკლასი 27 ნოემბერს, 14:00 საათზე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თემაზე„ამერიკული დამოუკიდებელი კინო: ისტორია და პრაქტიკა".
მეორე მასტერკლასი - "ქალები და სოციალური ცვლილებები" კი 28 ნოემბერს, 16:00 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში ჩატარდება.
რიჩარდ პენია თბილისში პროექტის "კინო და სოციალური ცვლილებები" ფარგლებში ჩამოდის, რომელიც საქართველოში ეროვნული კინოცენტრისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდაჭერით ხორციელდება. რიჩარდ პენია ცნობილ ჟურნალისტთან და საზოგადო მოღვაწესთან - ადამ მიხნიკთან ერთად პროექტის კურატორია. თავად ადამ მიხნიკი თბილისში 1 დეკემბერს ჩამოვა და 2 დეკემბერს, 19:00 საათზე კინოთეატრ "რუსთაველში" პროექტის "კინო და სოციალური ცვლილებები" პრეზენტაციას დაესწრება.ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მიხნიკის ლექცია-დისკუსია თემაზე "ევროკავშირი - რეალობა და მოლოდინები", რომელიც 1 დეკემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100