სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფსიქოლოგების მორიგი დასკვნა ქორწინებასა და განქორწინებაზე

პრაქტიკულად ყველა ადამიანი, სქესის მიუხედავად, მეუღლედ თითქმის იგივენაირ ადამიანს ირჩევს, როგორსაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ აშორდა. აღნიშნული დასკვნა ფსიქოლოგებმა ხანგრძლივი კვლევის შედეგად გამოიტანეს. კვლევის დროს, ისინი მეორე ქორწინებაში მყოფ ადამიანებს აკვირდებოდენენ და დაადგინეს, რომ აღნიშნული დასკვნა ეხება, არა გარეგნულ მსგავსება, არამედ პიროვნების სტრუქტურა.

მაგალითად, გოგონა, რომელიც არასრულ ოჯახში გაიზარდა, ან რომელსაც აბრაზებდნენ ბავშვობაში და არ იცის თავი როგორ დაიცვას, გაუცნობიერებლად მიისწრაფვის ძლიერი, გაბედული მამაკაცისაკენ, რომელსაც შეეძლება მისი დაცვა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევისას. მაგრამ ასეთი დამცველის პიროვნების მეორე მხარეს წარმოადგენს ნამდვილი დიქტატორის ჩვევები, რომელიც ცოლს თვლის პირად საკუთრებად სახლისა და მანქანის მსგავსად. ხოლო პირადი საკუთრება კი მზადაა დაიცვას. მას შეუძლია დაიქირაოს დაცვა მეუღლისათვის ან თავად დაყვებოდეს ყველგან. ზუსტად იგივენაირად, როგორც სახლში აყენებს ბრონირებულ კარს, ხოლო მანქანაზე სიგნალიზაციას და თუ ვინმე შეეხება მათ – გაუფრთხლებლად ისვრის. თუმცაღა თავად თავის საკუთრებას ხშირად სულაც არ უფრთხილდება. სახლში მან შეიძლება მოაწყოს ნამდვილი ორომტრიალი, მანქანა გამოიყენოს ზღვარგადასული რეჟიმით, ან სულაც დაამტვრიოს. ხოლო ცოლს, რომელსაც ახლახანს ყველაფრისაგან იცავდა, შეიძლება მუშტებით დაესხას თავს რა თქმა უნდა ქალი რაღაც დროის შემდეგ ვეღარ ითმენს ამდენს და გარბის, ხოლო როცა ახალი ქმრის ძიებას იწყებს, ცდილობს იპოვოს ისეთივე ძლიერი დამცველი, რომელიც დაიცავს მას ყველანაირი ცხოვრებისეული პრობლემებისაგან და შესაძლოა პირველი ქმრის თავდასხმისგანაც კი, ხოლო შემდეგ…ყველფერი თავიდან იწყება.

მეორე მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მამაკაცი, რომელიც დედამ გაზარდა და გამუდმებით მისი კონტროლის ქვეშ იყო. ის მომავალ ცოლში აუცილებლად სურს დაინახოს დედის ღირსეული შემცვლელი. ყოველ შემთხვევაში, რაღაცით რომ მაინც გავდეს მას. პოულობს, ცოლად მოყავს…და ხვდება იგივე ქალის ქუსლის ქვეშ. ხოლო თუ გაშორდება, გაუცნობიერებლად ისევ ასეთი ქალის ძიებას იწყებს.

განქორწინების შემდეგ ბევრს აწუხებს ერთი შეკითხვა: რატომ მოხდა ყველაფერი ასე, რატომ დაინგრა ოჯახი? მაგრამ მიზეზებს მხოლოდ გარეგნულად ათვალიერებენ. მამაკაცი მაგალითად, თავს იდანაშაულებს იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე უფრო შეძლებული იყო, ხოლო ქალი იმაში, რომ სხვა ქალი უფრო გრძელფეხება აღმოჩნდა განიცდიან, რომ ურთიერთობები გაფუჭდა მშობლების ან მეგობრების გამო. მაგრამ ფსიქოლოგთა განმარტებით ოჯახის დანგრევის მიზეზი სექსუალური ან მატერიალური პრობლემები იშვიათადაა. მთავარი პრობლემა მეუღლეებს შორის ფსიქოლოგიური დაძაბულობა და მათ შორის ურთიერთგაგების არარსებობა გახლავთ.

განშორების თავიდან ასაშორებლად საჭირო იყო მხოლოდ დაფიქრება: ხასიათის რა თვისებები იყო შეუთავსებელი ამ და იმ პიროვნებას შორის, რატომ გაქრა ურთიერთგაგება? თუ ამაზე ადრე დაფიქრდებოდნენ, მიუბრუნდებოდნენ საკუთარ მეუღლეს და ყურადღებით დააკვირდებოდნენ – განშორება შეიძლება სულაც არაა საჭირო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100