სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანქვაბი: ჩვენ არ ვაპირებთ დევნილების დაბრუნებას

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ალექსანდრე ანქვაბი არ აპირებს დააბრუნოს აფხაზეთის შიდა რაიონებში დევნილები, რომლებიც აფხაზური და ჩრდილოკავკასიური ბანდფორმირებების მიერ რუსული რეგულარული საჯარისო ნაწილების მონაწილეობით იქნენ განდევნილნი 1993 წელს მათ მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგად.
თავისი უარი დევნილების დაბრუნებაზე ანქვაბმა ახსნა იმით, რომ თითქოს "ეს აფხაზეთის უსაფრთხოების საკითხებია".
"ამაზე პასუხი უნდა გასცენ იმათ, ვინც 1992 წელს ომი გააჩაღა. ეს არ არის აფხაზური მხარის ბრალი. და ის მოქალაქეები, რომლებზეც თქვენ დღეს საუბრობთ, გუშინ იყვნენ აფხაზეთის მაცხოვრებლები, და ბევრი მათგანი აგრესორს ეხმარებოდა. სხვათა შორის, ბევრი მათგანი ყვავილებით ხვდებოდა უცხო ტანკებს სოხუმის ქუჩებში", – განაცხადა ანქვაბმა.
ის აგრეთვე ვერ ხედავს საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობის პერსპექტივას პროგრამის "თანამშრომლობა აღიარების გარეშე" ფარგლებში. როგორც კანდიდატმა "ეხო კავკაზა"–სთან ინტერვიუში აღნიშნა, "დასავლეთს სხვა პრიორიტეტები აქვს. მათი პრიორიტეტი – საქართველოა. ჰოდა, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ საქართველოსთან".
"ჩვენ მაინც ვერ ვიგებთ, სად უნდათ ჩვენი ჩაბმა. ადრე იყო ჩვენი დაბრუნების მცდელობა საქართველოში - დაპირებები, რომ ეს დემოკრატიული ქვეყანაა, რომ იქ ყველაფერი კარგადაა. ეხლა – "თანამშრომლობა აღიარების გარეშე"... ეს კი რაღაა?", – განაცხადა ანქვაბმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100