ფიზიკოსი სტუდენტი, რომელმაც ჯოჯოხეთის უცნაური აღწერისთვის უმაღლესი შეფასება მიიღო
ბოლო საათებში სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოპულარულია სტატუსი–ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ აღწერა ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტმა ჯოჯოხეთი, ფიზიკის კანონებისა და რეალური ამბის უცნაურად შერწყმით. გაზიარებული სტატუს–ამბის კომენტარების მიხედვით, ეს ისტორია ნამდვილია და სტუდენტის ნააზრევი სოციალურ ქსელში მისმა ლექტორმა გაავრცელა, რომელმაც ერთადერთი უმაღლესი შეფასება სწორედ ამ აღწერის ავტორს დაუწერა:
„ეს რეალური შეკითხვაა, რომელიც ერთერთი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხდათ ტესტში.
ერთი სტუდენტის პასუხი იმდენად „ღრმა“ იყო, რომ პროფესორმა მისი ქსელში გაზიარება გადაწყვიტა:
კითხვა: როგორ აღწერდით ჯოჯოხეთს – როგორც ეგზოთერმულ (გასცემს სითბოს), თუ როგორც ენდოთერმულ (ისრუტავს სითბოს) სისტემას?
სტუდენტების უმეტესობა ცდილობდა ჯოჯოხეთი ბოილის კანონის მიხედვით აღეწერა, რომლის თანახმადაც გაფართოვებით წნევის ვარდნასთან ერთად ტემპერატურაც ვარდება. ერთ–ერთმა სტუდენტმა დაწერა:
თავიდან უნდა გავარკვიოთ, როგორ იცვლება ჯოჯოხეთის მასა დროის სვლასთან ერთდ. ამისთვის უნდა ვიცოდეთ, რამდენი სული ხვდება იქ და რამდენი ტოვებს მას. მე ვთვლი, რომ თუ სული ჯოჯოხეთში მოხვდება, იქიდან ვეღარ გამოვა. კითხვაზე კი, რამდენი სული ხვდება ჯოჯოხეთში, შეიძლება გვიპასუხოს დედამიწაზე არსებულმა რამდენიმე რელიგიამ; მათი უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც მათს მრწამსს არ აღიარებენ, აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდებიან. და, რადგან, ადამიანი არ შეიძლება ერთ რელიგიაზე მეტს აღიარებდეს, გამოდის, ყველა სული ჯოჯოხეთში ხვდება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, გამოდის, რომ დედამიწაზე დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ჯოჯოხეთში სულების რაოდენობის უსასრულო ზრდისკენ მიუთითებს.
ახლა გადავხედოთ მოცულობის ზრდის საკითხს. ჯოჯოხეთში რომ ერთი და იგივე ტემპერატურა და წნევა შევინარჩუნოთ, ბოილის კანონის თანახმად, მისი მოცულობა სულების რაოდენობის ზრდის პირდაპირპროპორციულად უნდა იზრდებოდეს. სხვა შემთხვევაში ორი ვარიანტი გვაქვს:
1. თუ ჯოჯოხეთი ფართოვდება უფრო ნელა, ვიდრე იქ სულების რაოდენობა იზდება, ტემპერატურა და წნევა იქამდე გაიზრდება, სანამ ეს ადგილი, უბრალოდ, არ აფეთქდება.
2. თუკი მოცულობა უფრო სწრაფად იზრდება, მაშინ ტემპერატურა და წნევა ჯოჯოხეთის საბოლოო გაყინვამდე დაიწევს.
რომელია ამ ორი ვარიანტიდან სწორი?
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველკურსელმა ანჟელამ განმიცხადა: „უმალ ჯოჯოხეთი გაიყინება, ვიდრე შენთან სექსი მექნება“, დღეს კი ჩვენ ერთად გავიღვიძეთ – შეგვიძლია მარტივად დავასკვნათ, რომ ჯოჯოხეთი უკვე გაიყინა. აქედან გამომდინარეობს, რომ იგი უკვე ვეღარ მიიღებს სულებს. ე.ი. დარჩა მხოლოდ სამოთხე, რაც, თავის მხრივ, ღმერთის არსებობას ადასტურებს. ეს კი იმ ფაქტსაც ხსნის, თუ რატომ ყვიროდა ანჟელა მთელი ღამის განმავლობაში: „ო, ღმერთო!“.
ეს სტუდენტი იყო კურსზე ერთადერთი, ვინც უმაღლესი შეფასება მიიღო.
კომენტარი