ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები აქციას უერთდებიან
პარლამენტის წინ აქცია სახელწოდებით - "ნუ მომკლავ!" განახლდა. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისთვის სოლიდარობის გამოსახატად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.
თავისუფლების მეტროდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიდიან ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებიც და ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ.
კომენტარი