სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის სადამსჯელო ეგზეკუცია რუსთავი 2-ში შესასვლელად ემზადება

პროკურატურის მძევალი მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის მიერ რუსთავი 2-ში დანიშნული ე.წ დროებითი მმართველები, სინამდვილეში კი, ივანიშვილ-ხავლაშის მარიონეტები რამდენიმე საათში სპეციალური განცხადების გაკეთებისათვის ემზადებიან.

როგორც ჩანს, თავისუფალი სიტყვის მესაფლავეების კოჰორტაში მყარად ჩაყენებულმა საყევარაშვილმა და დვალმა, ოლიგარქ ივანიშვილის გუშინდელი განცხადებებიდან ერთგვარი დასკვნები უკვე გამოიტანეს.

ამიტომაც, რეზო საყევარაშვილი და დავით დვალი, ქართული ოცნების დეპუტატის, ანი მიროტაძის ოჯახის კუთვნილი კომპანიის პრეს-კლუბში 14 საათზე ისაუბრებენ მათ შემდგომ გეგმებზე ანუ იმაზე, თუ როდის და როგორ აპირებენ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ოფისში შეჭრას.

შეგახსენებთ რომ ყველაზე რეიტინგულ არხს, საზოგადოება 24 საათის განმავლობაში იცავს. უბრალო მოქალაქეები, ღამეებს რუსთავი 2-ის ეზოში გაშლილ კარვებში ათენებენ იმის რწმენით რომ რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი და მისი მარიონეტები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ვერ წაართმევენ.

საზოგადოება, დვალისა და საყევარაშვილის ტელეკომპანიის ოფისში შეშვებას არ აპირებს, რადგან სჯერა რომ ისინი ივანიშვილ-ხალვაშის ერთგვარი სადამსჯელო ეგზეკუციის წევრები არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100