სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სერდიუკოვი სოხუმში: აფხაზეთში კონტიგენტის გაზრდას არ ვაპირებთ...

რუსეთი არ გეგმავს თავისი სამხედროების რიცხვის გაზრდას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა, რომელიც 13 ივლისს სოხუმში ჩავიდა. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” იტყობინება სერდიუკოვის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ასეთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.” ინფორმაცია რუსი სამხედროების რიცხვის დაახლოებით ორჯერ გაზრდის შესახებ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალ თანამდებობის პირზე დაყრდნობით, რუსულმა ინტერნეტგამოცემა ”ლაიფ ნიუსმა” 20 ივნისს გაავრცელა. ამ ცნობას მწვავე შეფასებები მოჰყვა თბილისში. გავრცელებული ინფორმაციით, ანატოლი სერდიუკოვის სოხუმში სტუმრობის დროს განსახილველ ერთ-ერთ მთავარ თემას სამხედრო ჰოსპიტლის მშენებლობის პერსპექტივა წარმოადგენდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100