სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გადადგეს მკვლელი მთავრობა - ემიგრანტებმა აქცია ნიუ-იორკშიც გამართეს

გადადგეს მკვლელი მთავრობა - ამ გზავნილით აქცია საქართველოს საკონსულოსთან ნიუ-იორკშიც გაიმართა. ემიგრანტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ქართულ მედიას და ლექსო ლაშქარავას მკვლელობა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებილი ტრაგიკული მოვლენები გააპროტესტეს.

ისინი სპეციალურ მიმართვაზეც მუშაობენ, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო უწყებებს დაუგზავნიან. ხელმოწერების შეგროვება უკვე დაწყებულია.


"ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლება მთელი შემადგენლობით იქნას დაბლოკილი დასავლეთის პარტნიორი ქვეყნებისგან. მაგნიცკის ტიპის სია შედგეს და ამ სიის მოხვდნენ ისინი, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ისევე როგორც წინა შემთხვევაში და მოვითხოვთ ყველა დამნაშავის იდენტიფიცირებას. ყველას კანონის უმკაცრესი ზომით დასჯას და საერთაშორისო მონიტორინგს ამ პროცესზე",- თქვა ერთ-ერთმა ემიგრანტმა.

გუშინ, 11 ივლისს "ტვ პირველის" ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა სასტიკად სცემეს, სახლში გარდაცვლილი ნახეს. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100