კომპანია „არემჯის“ მეპატრონე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
9 ოქტომბერს, 13 საათზე კომპანია „არემჯის“ ინიციატივით ქართული მედიის ხელმძღვანელებისა და ჟურნალისტებისათვის არაფორმალურ შეხვედრა, პრესლანჩი გაიმართა. ღონისძიებას კომპანიის მხრიდან „რიჩ მეტალს გრუპის“ აქციონერი ბატონი დიმიტრი ტროიცკი, მაღალი მენეჯმენტის წევრები, ხოლო მედიის მხრიდან - სხვადასხვა ეროვნული და რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრესლანჩის მსვლელობისას, დიმიტრი ტროიცკი გაეცნო ჟურნალისტებს, რედაქტორებს და გამომცემლებს, ისაუბრა კომპანიაში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე. მან და კომპანიის სხვა წარმომადგენლებმა სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხეს და მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდეს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
კომპანია „არემჯი“ მომავალშიც გააგრძელებს მედიაღონისძიებების სერიას, რომლის მიზანი კომპანიის საქმიანობის გამჭვირვალობისა და სამიზნე ჯგუფებისათვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფაა.
კომენტარი