სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკისა და „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ორიგინალური ფოტო კონკურსი "დაუვიწყარი წამი"

„დაუვიწყარი წამი“ - ასე ჰქვია თიბისი ბანკისა და „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთობლივ ფოტოკონკურსს, რომელიც დღეიდან იწყება და რომელიც გაძლევთ საშუალებას, გადაიღოთ და დაბეჭდოთ თქვენი „დაუვიწყარი წამი“ და მოიგოთ CANON 650D. კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა, ფოტოკამერით ან თუნდაც მობილურით, გადაიღოთ ან თქვენს არქივში მოძებნოთ ისეთი ფოტო, რომელზეც თქვენთვის დაუვიწყარი წამია აღბეჭდილი. შემდეგ ეს ფოტო დაბეჭდოთ A4 ფორმატში და 29 აპრილის ჩათვლით მიიტანოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით. დეტალური ინფორმაციის მიღება კონკურსის პირობების შესახებ შესაძლებელია თიბისი ბანკის ვებ-გვერდზე http://bit.ly/TBCKolga კონკურსზე წარმოდგენილი ფოტოები გამოიფინება თიბისი ბანკის სათავო ოფისში. გამარჯვებულ ფოტოს ჟიური1 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტოს" გახსნის ცერემონიალზე გამოავლენს. „ქოლგა თბილისი ფოტო“ საქართველოში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო ფოტოკონკურსია. თიბისი ბანკი მას უკვე 10 წელია აფინანსებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100