სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი პაემანზე ნებისმიერს დათანხმდება...

„დაკარგულებისა“ და „ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი, იან სომერჰალდერი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ნებისმიერ ქალბატონთან პაემანზე თანახმაა.

იანმა პაემნის „გაყიდვა“ აუქციონზე გადაწყვიტა. თანხა კი გადაირიცხება ფონდში, რომელიც უპატრონო ცხოველებისთვის შესაბამისი თავშესაფრის აშენებით არის დაკავებული.

„უამრავი ცხოველი არსებობს, რომლებსაც საშინელ პირობებში უწევთ ცხოვრება. ამიტომ, თანახმა ვარ ნებისმეირ ქალბატონთან პაემანზე, ვინც შესაბამის თანხას გაიღებს ცხოველების დასახმარებლად“, - აღნიშნა მსახიობმა.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აუქციონში, რომელიც მიმდინარე წლის 18 ივლისს გაიმართება. ხოლო ვინც ყველაზე დიდ თანხას გაიღებს იანიც მას „დარჩება“...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100