სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კარლა ბრუნი მონოგამიის წინააღმდეგ...

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარლა ბრუნის სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა საფრაგეთის მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლორან ფაბიუსთან. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტმა და წიგნის, „კარლა და ნიკოლა: რეალური ისტორიის“, ავტორმა, ვალერი ბინემ გაავრცელა.

„საფრანგეთის მედიასაშუალებებს ნამდვილად ჰქონდათ ფაქტები კარლასა და ლორანის რომანთან დაკავშირებით, მაგრამ რატომღაც მათ ამ საკითხზე გაჩუმება არჩიეს“, - ირწმუნება ბინემი.

ყველაფერთან ერთად, ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ კარლა ბრუნი არაერთხელ იქნა შემჩნეული საფრანგეთის 61 წლის განათლების მინისტრის წრეში.

ბინემი ამბობს, რომ ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრამდე, ბრუნის მრავალ ცნობად სახესთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობები და რომანები. ცნობილი როკ-მომღერალის მიკ ჯაგერის, ერიკ კლაპტონის, კევინ კოსტნერისა და ვენსან პერესის ჩათვლით.

„ბრუნის საკმაოდ ლიბერალური შეხედულებები აქვს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობასთან დაკავშირებით. იგი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მონოგამია მისთვის მოსაწყენია“, - დასძინა ბინემ.

მისი ერთ-ერთი ძლიერი გატაცების შედეგი კი რაფაელ ენტოვენისგან შეძენილი შვილი გახდა. ენტოვენი ბრუნიზე 10 წლით უმცროსი იყო.

როგორც ჟურნალისტი იუწყება, ბრუნის განსაკუთრებით იტაცებდნენ ფრანგი პოლიტიკოსები და მისი საყვარლების სიის უმრავლეოსობას სწორედ აღნიშნული სტატუსის მქონე მამაკაცები შეადგენენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100