სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვიცოდი, რომ სამსახურიდან უნდა წასულიყო" – „ზეგის“ დირექტორი გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილზე

კომპანია „ზეგის“ დირექტორი თამარ კობერიძის განცხადებით, 23 წლის გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურში არანაირი პრობლემა არ ჰქონდა.

მისივე თქმით, თამარის სამსახურიდან წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა.

„ვიცოდი, რომ შეიძლება სამსახურიდან წასულიყო. ბევრჯერ გაჟღერებულა, რომ ორ სამსახურში მუშაობდა და დრო აღარ ჰქონდა. ვართ „აუთსორსინგ“ კომპანია, თამუნა იყო მშვენიერი თანამშრომელი, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. მუშაობდა სხვადასხვა პროექტზე. არაფერი განსხვავებული არ ხდებოდა“, – განაცხადა კომპანია „ზეგის“ დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილიდღეს თეთრიწყაროს ტეში, ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100