სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

16 წლის ბიჭი, რომელიც რეანომობილის გაუმართაობის გამო კომაში ჩავარდა, გარდაიცვალა

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტში 41 დღიანი მკურნალობის შემდეგ ლუკა ფოფხაძე გარდაიცვალა. 16 წლის მოზარდი რაჭიდან რეანომობილით გადმოიყვანეს.

გარდაცვლილის მამიდის ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, მოზარდი ქუთაისში მკურნალობდა, მისი მდგომარეობა კონტრასტით გადაღების შემდეგ გართულდა. პაციენტის მდგომარეობის გამო ოჯახს თბილისში გადაყვანის უფლება არ მიეცა.

16 წლის მოზარდი რაჭიდან კლინიკაში 19 ივლისს შეიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით შეუძლოდ გახდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც რეანიმობილით გადაყვანა გახდა საჭირო. გზაში რეანიმობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია.

პაციენტი ტყიბულში კლინიკაში მიიყვანეს. მისივე თქმით, საჭირო გახდა მეორე რეანიმობილის გამოძახება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100