სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლაშა ტალახაძე: შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია

"ჩემო ძვირფასო და ერთგულო გულშემატკივარო, მადლობა თანადგომისთვის, ჩემი წარმატებისა და სიხარულის გაზიარებისთვის.
თქვენი ყოველი კეთილი სიტყვა მე მაძლიერებს და ვგრძნობ მეტ პასუხისმგებლობას ჩემი საქართველოს წინაშე. სიტყვას დიდი ძალა აქვს. მე ჩემ თავზე გამოვცადე კარგიც და მძიმედ მოსასმენი შეფასებები.

სპორტში მეტოქის პატივისცემა მნიშვნელოვანია, ჩაგვრა მიუღებელია და ეს პრინციპებია, რითაც მე ვცხოვრობ.
შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია.
მე ყოველთვის ვიდგები სიკეთის და სიყვარულის მხარეს.

თქვენი სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის.

ჩემი ყოველი გამარჯვება გეძღვნებათ თქვენ და ჩემ საქართველოს"- ლაშა ტალახაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100