სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Гамарджоба, батоно Анкваб! - ასე შეხვდნენ აფხაზები თენგიზ კიტოვანის ბრალდებებს ანქვაბზე

აფხაზური კონფლიქტის დაწყებიდან 19 წლის თავზე საქართველოს ექს-თავდაცვის მინისტრმა და ყოფილი სახელმწიფო საბჭოს წევრმა დღეს რუსულ პრესას აფხაზეთში ამჟამად „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის“, ალექსანდრე ანქვაბის ქართულ დაზვერვასთან თანამშრომლობის შესახებ უამბო. კიტოვანის თქმით, ის ქართულ მხარეს აფხაზური შენაერთების გადაადგილების შესახებაც კი აწვდიდა ინფორმაციას. ეს ინტერვიუ ცოტა ხნის წინ სრულად გამოაქვეყნეს ერთ-ერთ წამყვან აფხაზურ ფორუმზე და მან დიდი ინტერესი გამოიწვია. უმრავლესობისთვის კიტოვანის ბრალდებები ანქვაბის მისამართით მოულოდნელი აღმოჩნდა და შესაძლოა, სიტუაცია ხვალ კიდევ უფრო მეტად დაიძაბოს, როცა ალექსანდრე ანქვაბი ამომრჩევლებს შეხვდება.

„ალექსანდრე ანქვაბი მაშინ შს მინისტრი იყო, ახლა კი პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, აფხაზეთმა გადამწყვეტი ნაბიჯი საქართველოსა და ნატოსკენ გადადგას, ამიტომაც, ამ ინტერვიუზე დაყრდნობით კრემლმა შესაბამისი დასკვნები უნდა გააკეთოს“, - წერენ აფხაზურ ფორუმზე.

„დრონი. ჯი“ ამ წუთებში მუშაობს თენგიზ კიტოვანის ინტერვიუს სრულ ვერსიაზე და მას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100