რუსი ბავშვის პასუხი კითხვაზე: რა არის საბჭოთა კავშირი?
გთავაზობთ ნაწყვეტს რუსული კომედიური ჟანრის ტელეშოუდან „ვეჩერნი ურგანტ“, რომელიც 2013 წლის დეკემბერშია ჩაწერილი.
მცირეწლოვან გოგონას გადაცემის წამყვანი უსვამს კითხვას „რა არის საბჭოთა კავშირი?“
„საბჭოთა კავშირის დროს ტელევიზორები იყო, მაგრამ შავ-თეთრი, ნორმალური საკვები არ იყო, ძეხვს ვერ იყიდიდი, ბინძური წყალი იყიდებოდა მაღაზიებში“ - უპასუხა გოგონამ.
„ეს ჩემი ბავშვობაა კირა“ - იხუმრა გადაცემის წამყვანმა ივან ურგანტმა
„მე შენ მეცოდები“ - უპასუხა პატარა კირამ.
კომენტარი