სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორი ავარია და 4 დაღუპული ერთ ღამეში

წუხელ საქართველოში ავარიის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. 3 პოლიციელი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ურეკში, ერთი ადამიანი კი ავარიას თბილისში ემსხვერპლა.

ფოთის მიმართულებით მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომობილი მდინარე სეფაში გადავარდა. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის ბრიგადებს ირაკლი ადამია, ედუარდ და თემურ თოდუები გარდაცვლილი დახვდათ. სამივე გარდაცვლილი ფოთის პოლიციის თანამშრომელი იყო. ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სამივე გარდაცვლილის ცხედრები ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად, გუშინ ღამით ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. BMW-ს მარკის ავტომანქანა სხვა ავტომობილთან შეჯახების შემდეგ განათების ბოძს შეეჯახა. ავარიის შედეგად BMW-ს მარკის ავტომანქანა აალდა და მასში მყოფი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა დამწვარი იპოვეს. ამასთან, დაშავდა იგივე ავტომანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდაც. შემთხვევა დიდუბის ხიდთან მოხდა. მომხდარის შედეგად სააგენტოში შეტყობინება 01.03 საათზე შევიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100