სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიუ-იორკის ტერაქტის შემდეგ დონალდ ტრამპმა საზღვრების გამკაცრების ბრძანება გასცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანჰეტენის ტერაქტის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრს საზღვრის გამკაცრება მოსთხოვა. ამის შესახებ ტრამპმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე დადებული პოსტით აცნობა საზოგადოებას:

„მე მოვთხოვე შინაგან საქმეთა მინისტრს, გაამკაცროს კონტროლი საზღვრებზე. იყო პოლიტკორექტული, კარგია, მაგრამ არა ამ შემთხვევაში“ - წერს აშშ-ს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 31 ოქტომბერს ნიუ-იორკში მანჰეტენზე 29 წლის უზბეკეთის მოქალაქემ ტერორისტული აქტი განახორციელა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, 15 კი მძიმედ დაშავდა. თავად ტერორისტი მუცლის არეშია დაჭრილი და კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100