GWP-თან შეხვერებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია",-ნოდარ ტოტოღაშვილი
მათი განცხადების თანახმად, თუ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან, სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, "მივმართავთ უკიდურეს ზომებს, რაც უარყოფითად აისახება აბანოების მუშაობაზე და გამოიწვევს მის საბოლოოდ დახურვას".
აბანოების ხელმძღვანელები განმარტავენ, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დიალოგის სურვილის დაფიქსირების შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, საპროტესტო აქციების შეწყვეტის შესახებ. თუმცა აღმოჩნდა, რომ პროცესი დროის გაწელვას ემსახურებოდა და არა კონკრეტულ მიზანს.
აქედან გამომდინარე, "სიმართლისთვის ბრძოლა გრძელდება და პერმანენტული აქციების დაწყება იგეგმება".
შპს „ნარიყალას“ დირექტორი ნოდარ ტოტოღაშვილი აცხადებს, რომ GWP_- ის დაანონსებული განცხადება, რომ მზად იყვნენ მოლაპარაკების დასაწყებად, ტყუილი გამოდგა.
ნოდარ ტოტოღაშვილი „პირWელთან“ საუბარში აცხადებს, GWP - სთან შეხვედრები ხდებოდა მხოლოდ შეხვედრისათვის და მას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
„ისინია არ გველაპარაკებიან ტარიფზე. ლაპარაკობენ რესტრუქტურიზაციაზე ვალის, რომელსაც ჩვენ არ ვაღიარებთ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაგრძელოთ საპროტესტო აქციები. სიმართლისთვის ბრძოლას ვაგრძლებთ და პერმამენტული აქციების დაწყებას ვგეგმავთ. თუ GWP-ის მხრიდან არ დაგველაპარაკებიან ტარიფზე, მივმართავთ უკიდურეს ზომებს, რაც უარყოფითად აისახება აბანოების მუშაობაზე“,- განაცხადა ტოტოღაშვილმა.
ის ხელისუფლების მხრიდან ჩარევას და რეაგირებას ითხოვს.
„მერია იქნება ეს სემეკი თუ სხვა. ვითხოვთ, ერთობლივი კომისიის შექმნას, ვინც ამ საკითხს შეისწავლის და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“,- აღნიშნა ტოტოღაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა 24 მარტს, გზა გადაკეტეს და პროტესტის ნიშნად, დაწესებულება დახურეს. ისინი წყლის კომპანიის მიერ ტარიფის გაზრდას აპროტესტებენ.
თავის მხრივ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმაც" გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც აბანოები დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავენ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აბანოებს "ჩამდინარე წყლის გადასახადი, სემეკი-ს მიერ დადგენილი ტარიფით და მათ მიერ მოხმარებული წყლის გაზომვის შედეგად დაუწესდათ, აბანოს ხელმძღვანელებს გადასახადის გადახდა არ სურთ და მათ პოზიციას საფუძველი არ გააჩნია".
კომენტარი