სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუმბაის ტერაქტის გამოძიების შედეგები

ინდოეთის სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, გამომძიებლები ფარული კამერით გადაღებულ ვიდეომასალას და აფეთქების ადგილზე მოპოვებულ ნივთმტკიცებებს გულდასმით სწავლობენ.

ნაპოვნია მოტოციკლი, რომელზეც ერთ-ერთი ნაღმი იყო დამონტაჟებული. ინდოეთის ოფიციალურ პირთა მტკიცებით, სამი ნაღმი ერთმანეთის მიყოლებით, 20 წუთის განმავლობაში ამოქმედდა. მუმბაიში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო ყველაზე ცოტა 17 ადამიანია დაღუპული და 133 დაჭრილი.

პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არცერთი პოლიტიკური დაჯგუფება არ იღებს და პოლიცია თითოეული მათგანის მონაწილეობის ვერსიას ამოწმებს. არც ინდოეთის უშიშროებას ჰქონდა რაიმე სიგნალი მოსალოდნელი აფეთქებების გამო.

ნაპოვნია ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ნაღმების დასამზადებლად იყო გამოყენებული. პოლიცია თვლის, რომ აფეთქებები საკმაოდ კარგად იყო კოორდინირებული. ნაღმის ქიმიური შემცველობაც მის შემქმნელთა მომზადების მაღალ დონეზე მეტყველებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100