სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იოსებ კობზონს აშშ-ის ვიზა კრიმინალთან კავშირის ეჭვის გამო არ მისცეს

ცნობილ რუს მომღერალს იოსებ კობზონს რუსეთში აშშ-ის საელჩომ ვიზა ამჯერად კრიმინალთან სავარაუდო კავშირის გამო არ მისცა. საელჩოს უარში ოფიციალურ მიზეზად მითითებულია აშშ-ის საემიგრაციო სამსახურის ის ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც კობზონი მიჩნეულია „უცხო ქვეყნის მოქალაქედ, რომელსაც ჩადენილი აქვს (ჰქონდა) კრიმინალი ან მასთან გათანაბრებული დანაშაული და კავშირი აქვს (ჰქონდა) აშშ-ში მოქმედ დამნაშავეებთან ან დამნაშავეთა ჯგუფთან“.

იოსებ კობზონი აშშ-ში გასტროლებზე ბოლოს 1994 წელს იყო. მომდევნო წელს სახდეპარტამენტმა გააუქმა მისი მრავალჯერადი ვიზა და მას შემდეგ უარს ეუბნება კობზონს აშშ-ში შესვლაზე. ამერიკაში მცხოვრებმა დაახლოებით 5.000 რუსმა უკვე გაუგზავნა კობზონისთვის ვიზიტის დართვის შესახებ ხელმოწერილი თხოვნა ჰილარი კლინტონს, თუმცა, პასუხი არ ჩანს.

თვითონ მომღერალი თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ვიზის მიღების მიზნით საელჩოსთვის მიმართვა უკანასკნელი შემთხვევაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100