მოსკოველმა ქალმა სახლის გამო შვილის მოკვლა დაუკვეთა
სამართალდამცველებმა მოსკოვში მცხოვრები ქალბატონი 20 წლის შვილის მოკვლის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, მილიციამ განზრახვის შესახებ, რამდენიმე დღის წინ შეიტყო. პოლიციაში შევიდა ინფორმაცია, რომ 47 წლის ქალბატონი ქილერს ეძებდა. პოლიციის აგენტი მას ქილერის სახელით დაუკავშირდა. ქალმა საკუთარი შვილის მოკვლა დაუკვეთა, რაშიც 500 ათას რუბლს შეჰპირდა.
ქალი, „ქილერს“, ფულის გადასაცემად, 2 აგვისტოს ღამით შეხვდა. სწორედ ფულის გადაცემის ფაქტზე დააკავეს სამართალდამცველებმა დამკვეთი. როგორც შემდეგ გაირკვა, ეჭვმიტანილი რამდენიმე თვის წინ, თავის უფროს ვაჟს ეჩხუბა, რომელიც სახლიდან წავიდა და მეგობარ გოგონასთან გადავიდა საცხოვრებლად. ვარაუდობენ, რომ შვილის მოკვლის შემდეგ, ქალი გარდაცვლილი მეუღლის ბინის გაყიდვას აპირებდა, საიდანაც წილი მის შვილსაც ეკუთვნოდა.
კომენტარი