ჰუმანითი ჯორჯიამ დამსახურებულ ფარმაცევტებს 8 მარტი მიულოცა
ფარმაცევტულმა კომპანია ჰუმანითი ჯორჯიამ დამსახურებულ ფარმაცევტებს გაზაფხულის დღესასწაულები მადლიერების სიგელებითა და თაიგულებით მიულოცა. კომპანიის წარმომადგენლები მათ სამუშაო ადგილებზე გაუფრთხილებლად ეწვივნენ, რაც სასიამოვნო და ემოციური სიურპრიზი გამოდგა.
„ჰუმანითი ზრუნავს თქვენზე“, –ეს არის ჩვენი კომპანიის სლოგანი. შესაბამისად, ჩვენთვის ასევე ძალიან ძვირფასია ყველა ის ადამიანი, ვინც ათწლეულების განმავლობაში ზრუნავს საზოგადოებაზე. გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ვეცადეთ მცირედი ყურადღება გამოგვეხატა მათ მიმართ. ქალბატონი რუსუდან ჩიმახაშვილი 50 წელია ფარმაცევტიკას ემსახურება, ეთერ ქემერტელიძე უკვე 70 წელია, რაც ამ დარგში მუშაობს, მერი გოგოლაშვილი და მადონა გულდედავაც ფარმაცევტიკაში მუშაობის რამდენიმე ათეული წლის სტაჟს ითვლიან. ჰუმანითი ჯორჯიაში მიგვაჩნია, ყველა შესაძლო შემთხვევით უნდა ვისარგებლოთ და ამ ადამიანებისა და მათი კოლეგების მიმართ მადლიერება გამოვხატოთ, – განაცხადა ჰუმანითი ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო დარასელმა.
დარასელის თქმით, „ჰუმანითი ჯორჯია“, ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ამბიციური გეგმებით ახლახანს შემოვიდა, პირველ რიგში, მოწოდებულია საკუთარი შესაძლებლობები იმ სოციალური მისიის შესასრულებლად მიმართოს, რასაც ბაზრისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების მიწოდება ჰქვია. კომპანიის მიერ იმპორტირებული კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, ანტიფუნგალური, ანთების საწინააღმდეგო–ტკივილგამაყუჩებელი, გაციების საწინააღმდეგო, გასტროენტეროლოგიური, ანტიჰისტამინური და ანტიბიოტიკური ჯგუფების პრეპარატები, არსებულ ანალოგებთან შედარებით მინიმუმ 30%–ით იაფად უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის. აღნიშნული ჯგუფების მედიკამენტებით, ქვეყნის მასშტაბით, მომარაგებულია ყველა მსხვილი სააფთიაქო ქსელი. კერძოდ: ავერსი, იმპექს-ფარმა, PSP, სახალხო აფთიაქი, ფარმადეპო, ფარმსახლი და GPC.
როგორც „ჰუმანითი ჯორჯიაში“ აცახდებენ, გარდა 250–მდე დასახელების ხშირი მოხმარების ხარისხიანი პრეპარატის მისაღებ ფასად იმპორტისა, კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების მიმართულებითაც. კერძოდ, საპარტნიორო ფონთან თანაშრომლობით ხორციელდება ერთობლივი პროექტი, რომელიც ულტრათანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს.
ქარხანა აღჭურვილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიით და თანამედროვე სასაწყობო მეურნეობით.
კომენტარი