სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შეიძლება არმაგედონით დასრულდეს“ - ჯო ბაიდენი პუტინის "არასწორ გათვლებზე", ბირთვული იარაღით მუქარაზე და აშშ-ის საპასუხო ნაბიჯებზე

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი "რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აქ­ტო­რია“, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით მან არას­წო­რად გათ­ვა­ლა. "ვფიქ­რობ, რომ ის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აქ­ტო­რია, რო­მელ­მაც საგ­რძნობ­ლად არას­წო­რად გათ­ვა­ლა“, - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. მისი გან­მარ­ტე­ბით, პუ­ტინს არას­წო­რად სჯე­რო­და, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და­ე­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ რუ­სე­თის შეჭ­რას - "ეს იყო არას­წო­რი შე­ფა­სე­ბა, რომ­ლის მცდა­რო­ბა ქვე­ყა­ნა­ში გა­წე­ულ­მა სას­ტიკ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბამ და­ამ­ტკი­ცა". "ვფიქ­რობ, მას ეგო­ნა, რომ ხელ­გაშ­ლი­ლი დახ­ვდე­ბოდ­ნენ, რომ კი­ე­ვი იყო "დედა რუ­სე­თის“ სახ­ლი, სა­დაც მი­ი­ღებ­დნენ. ვფიქ­რობ, მან უბ­რა­ლოდ არას­წო­რად გათ­ვა­ლა“, - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა. ამას­თან, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, არ ფიქ­რობს, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ბირ­თვულ ტაქ­ტი­კურ ია­რაღს გა­მო­ი­ყე­ნებს. "არა მგო­ნია, რომ ის მას გა­მო­ი­ყე­ნებს“, - უპა­სუ­ხა ბა­ი­დენ­მა კი­თხვა­ზე, გა­მო­ი­ყე­ნებს თუ არა რუ­სე­თის ლი­დე­რი ბირ­თვულ ტაქ­ტი­კურ ია­რაღს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100