სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: რეიგანი დღეს საქართველოსთვის აქტუალურია

საქართველოს პრეზიდენტმა რიყის პარკში, ამერიკის შეერთებული შტატების მე - 40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ძეგლი გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა იმ იდეალებსა და ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მატარებელიც რონალდ რეიგანი იყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის დაშლაში.

"დღეს, ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილს, ძირითადად, პოლიტიკურ პარტიებს, გაუჩნდათ კითხვა, რატომ რეიგანი, რატომ თბილისში და რატომ რიყის პარკში. ხშირად ამბობდნენ, რომ შეგვეძლო ძეგლის დადგმა ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ვიმყოფებით აქ, ბარათაშვილის ქუჩაზე, ბარათშვილის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე და მინდა წავიკითხო რონალდ რეიგანის ციტატა: "მოდით გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მათ, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა, თქვან ჩვენზე, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, რომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ ეს რბოლა, რომ ჩვენ შევუნარჩუნეთ შემდგომ თაობებს თავისუფლება, რომ ჩვენ არ დაკარგეთ გამარჯვების რწმენა". ...და აქვე ბარათაშვილი - ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება და გზა უვალი, ჩვენგან თელილი, მერანო ჩემო მაინც დარჩება", - განაცხადა პრეზიდენtმა და დასძინა, რომ საქართველოსთვის რეიგანი აქტუალურია როგორც არასდროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100