ნიუ-იორკში მანჰეტენზე აფეთქება მოხდა
ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ავტოსადგურ Port Authority-ზე აფეთქება მოხდა. ადგილზე პოლიცია, საგანგებო სამსახურები და გამნაღმველები არიან მობილიზებული.
„გაურკვეველი წარმომავლობის აფეთქების გამო“ ნიუ-იორკის პოლიციამ აფეთქების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მეტროს სამი ხაზიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.
NBC პოლიციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების შესახებ დეტალებს ავრცელებს. როგორც NBC-ს ნიუ-იორკის პოლიციის მაღალჩინოსანმა განუცხადა, 42-ე და მე-8 ქუჩების კვეთაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად მცირე დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთი დაკავებულია.
Port Authority-ს, სადაც აფეთქება მოხდა, ამერიკის უმსხვილესი ავტოსადგურია და წელიწადში 65 მილიონ ადამიანს ემსახურება.
კომენტარი