სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში „მის საქართველო–2011“–ის 8 წლის და მეექვსე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

დედაქალაქში საშინელი ტრაგედია ბენდელიანის ქუჩაზე, მეოთხე კორპუსში მოხდა: მე–6 სართულის აივნიდან 8 წლის ბავშვი გადმოვარდა და დაიღუპა. როგორც ამ წუთებში გახდა ცნობილი, გარდაცვლილი, 8 წლის ანიტა ქერდიყოშვილი „მის საქართველო–2011“ კონკურსში გამარჯვებულის, ჟანეტ ქერდიყოშვილის დაა.

გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, რომ მშობლებმა პატარა ანიტა, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, სახლში 17 წლის ძმასთან ერთად დატოვეს.

უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ანიტას 17 წლის ძმა რამდენიმე წუთით სახლიდან გავიდა და 8 წლის პატარა მარტო დატოვა. უკან მობრუნებულს მას და აივნიდან გადმოვარდნილი დახვდა. გოგონა ეზოში ეგდო და ჯერ კიდევ სუნთქავდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, გზაში გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100