ისრაელისა და ეგვიპტის საზღვარზე შეტაკებები განახლდა
ამ დრომდე გრძელდება შეიარაღებული შეტაკებები ისრაელისა და ეგვიპტის საზღვართან. როგორც სააგენტო Cursor იუწყება, მძიმედ დაიჭრა ერთი ებრაელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცაჰალს (ისრაელის თავდაცვითი არმია) ეგვიპტის არმიის პოზიციებიდან ესვრიან. შეტაკებები ისრაელის ორი მაღალი სამხედრო ჩინოსნისა და თავდაცვის მინისტრს შორის შეხვედრის დროს განახლდა. ამავდროულად, ცაჰალის სამხედრო-საჰაერო ზალებმა იერიში მიიტანეს მანქანაზე, სადაც, თელ-ავივის ინფორმაციით, ღაზას სექტორში მოქმედი სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტის წევრები ისხდნენ. სწორედ ამ იერიშის დროს მოკლეს ქალალ ნაირაბი, რომელიც, თელ-ავივის ინფორმაციით, ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
კომენტარი