სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გახარიას გუნდის პრეზენტაცია - "ექსპო ჯორჯიაში" ძმები არველაძეები მივიდნენ

„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი ყრილობა უნდა გაიმართოს, ძმები რევაზ და არჩილ არველაძეები მივიდნენ.

არჩილ არველაძემ მედიასთან განაცხადა, რომ პარტიის ყრილობაზე სტუმრად არის დაპატიჟებული. კითხვაზე, აპირებს თუ არა გიორგი გახარიას გუნდში პოლიტიკურ აქტიურობას, არველაძემ თქვა, რომ მედიას 1-ელ ივნისს ინფექციურ საავადმყოფოში პირველ საათზე ეპატიჟება, სადაც ვაქცინაციის ჩატარებას აპირებს და კომენტარს მაშინ გააკეთებს.

რაც შეეხება რევაზ არველაძეს, მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ კომენტარს მედიასთან ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ცოტა ხნის წინ "ექსპო ჯორჯიაში" ასევე მივიდა ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100