სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანა გომეში:საქართველოში პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ იყო შეტევა და შეურაცხმყოფელი, მიზოგინური გამონათქვამები

საქართველოში პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ იყო შეტევა და შეურაცხმყოფელი, მიზოგინური გამონათქვამები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა გომეშმა ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ფაქტები საქართველოს იმიჯს ლახავს.

„ჩვენ მონიტორინგს ვუწევდით ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს და ვნახეთ პოზიტიური ნაბიჯები. აუცილებელია, ადამიანებმა აიღონ პასუხისმგებლობა და სიძულვილი არ დათესონ. მაგალითად, პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი, მიზოგინური გამონათქვამები და შეტევას. ეს სამარცხვინოა საქართველოს იმიჯისთვის“, – განაცხადა ანა გომეშმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100