"ჩვენ ქრომოსომებს არ ვითვლით“ - კლინიკა „ენმედიცი“ უერთდება დაუნის სინდრომის საერთშორის დღეს
21 მარტს აღინიშნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. ამ დღის აღნიშვნის მიზანია სხვადასხვა აქტივობების და ღონისძიებების განხორციელება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ.
კლინიკა „ენმედიცი“ უერთდება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს.
„ჩვენ, ყველა ერთად, როგორც ამ საზოგადოების წევრები, ვალდებულნი ვართ ხელი შევუწყოთ დაუნის სინდრომის მქონე პირებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ამ დღეს ჩვენი აქტივობებით უნდა შევახსენოთ ყველას, რომ ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც საზოგადოების თანასწორი და სრულფასოვანი წევრები არიან.
მათ აქვთ პოტენციალი და შეუძლიათ საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.“ - აცხადებს კლინიკა „ენმედიცის“ დირექტორი, კობა ბურნაძე.
დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, ეს არის გენეტიკური ცვლილება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება, რომელიც პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა, ჯონ ლენგდონ დაუნმა.
თუმცა, დემოკრატიულ საზოგადოებასა და თანამედროვე მსოფლიოში ქრომოსომებს არ ითვლიან...
კომენტარი