"დღეს უსაყვარლესი ბიძა გარდამეცვალა" - ნახეთ, რას წერს ნიკა ქავთარაძე
ნიკა ქავთარაძეს ბიძა გარდაეცვალა. ამის შესახებ თავად ნიკამ სოციალურ ქსელში დაწერა:
"დღეს უსაყვარლესი ბიძა გარდამეცვალა - ვახო ჩხაპელია ძალიან დიდი გულის და სითბოს კაცი. უამრავი რამე მახსენდება და საშინლად მიმძიმს იმის გააზრება, როგორ უსამართლოდ მოუწია სიცოცხლესთან განშორება.ვახოს ხელში გავიზარდე. სოხუმში ჩასვლა იმიტომაც მიხაროდა, რომ ჩხაპელიებს ვნახავდი.
ძალიან ტრაგიკული ოჯახია და სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რაც ახლა ჩემს გულში და თავში ხდება - რამდენჯერაც გავიაზრებ მომხდარს, იმდენჯერ ცრემლებით მევსება თვალები.
ღმერთმა გაანათლოს ჩემი ჩხაპე" - წერს ნიკა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი