საზარელი ავარია თბილისში, რომელსაც 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა
თბილისის ზღვასთან გვიან ღამით საზარელი ავარია მოხდა, რომელსაც ორწლინახევრის ასაკის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა: ორი ავტომანქანის შეჯახების შედეგად პატარა ერთ–ერთი ავტომანქანიდან გარეთ გადმოვარდა. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო საბა დადიანიძე საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
ავარიის შედეგად სულ 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვებიც.
„ბე–ემ–ვესა“ და „ნისანის“ მარკის ავტომანქანები ერთმანეთს ვარკეთილის გზაზე, თბილისის ზღვასთან ახლოს შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად „ბე–ემ–ვეს“ მარკის ავტომანქანა ამობრუნდა და, სავარაუდოდ, ბავშვი მანქანის ფანჯრიდან სწორედ იმ დროს გადავარდა. ამავე ავტომანქანაში კიდევ ორი არასრულწლოვანი 6 წლის ბიჭი და 10 წლის გოგო ისხდნენ, თუმცა, ავარიის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი ბავშვები დილიდან უკვე პალატებში გადაიყვანეს.
კომენტარი