2012 წელს თბილისში „კოკა კოლას“ დირექტორების შეხვედრა ჩატარდება
ჭთემურ ყონია დსთ–ს ბაზრებზე ახალ პროდუქტებს გაიტანს
Financial-ის ინფორმაცია
„კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი 2012 წელს თბილისში „კოკა–კოლას“ დირექტორების ყოველწლიური შეხვედრის ჩატარებას გეგმავს. კომპანიის გეგმებზე საუბრისას თემურ ჭყონია აცხადებს, რომ 2011 წელს „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ბრუნვა 88 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.
მისი თქმით, 2010 წელს ბრუნვა 78 მილიონი დოლარი იყო, ხოლო წელს 10 მილიონით გაზრდაა დაგეგმილი. მისი განცხადებით, „კოკა–კოლას“ წილი ქართულ ბაზარზე საშუალოდ 65%–ს შეადგენს და რეგიონებშიც დიდ ნაწილს აკონტროლებს. კომპანიას ქუთაისის 80%, ხოლო ბათუმის და ქობულეთის ბაზრის 82%–ზე მეტი უჭირავს. თუმცა, ჭყონიას თქმით, თბილისში „კოკა–კოლა“ 57%–ს ფლობს, რაც საკმარისი არ არის და წილის გაზრდაზე მუშაობა გრძელდება.
მისივე თქმით, წელს აქცენტი ენერგეტიკული სასმელი „ბერნის“ და „კოკა–კოლა ზეროს“ პოპულარიზაციაზე გაკეთდება. „ზეროს“ აზერბაიჯან–სომხეთის, ხოლო „ბერნის“ ყაზახეთი–შუა აზიის ბაზრებზე გატანა იგეგმება.
კომენტარი